saqarTvelos qedebi - Soda-kedela
ტერიტორიული ერთეული | ონის და ჯავის მუნიციპალიტეტები |
კოორდინატები | 42°41`53` ჩ. გ. 43°28`14` ა. გ. |
უმაღლესი წერტილი | შოდა |
სიმაღლე | 3609 მ |
სიგრძე | 56 კმ |
ქედი საქართველოში, ონის და ჯავის მუნიციპალიტეტებში. წარმოადგენს რაჭა-ლეჩხუმის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთი შტოქედი. გამოეყოფა ლეჩხუმის ქედს მწვერვალ ლუხუნისწვერთან. გადაჭიმულია დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის გასწვრივ დაახლოებით 56 კილომეტრზე და უერთდება მას მწვერვალ კოზი-ხოხთან. საშუალო აბსოლუტური სიმაღლე 3050-3080 მ, უმაღლესი მწვერვალია შოდა (3609 მ). აგებულია ზედაიურული და ქვედაცარცული კარბონატული ქანებით. სამხრეთი მხრიდან გამოეყოფა ქვაციხის, საკაოსმთის, ხეორისწვერის, გორმაღალის, საუხოხისა და სხვ. შტოქედები. მდინარე რიონის ხეობით იყოფა ორ ნაწილად - შოდად და კედელად. შოდა-კედელას ქედის თხემური ნაწილისათვის დამახასიათებელია ტიპიური ალპური რელიეფი (მოკლე ტროგული ხეობები, ცირკები და სხვა). 1900-2000 მეტრზე ზემოთ კალთები შემოსილია სუბალპური და ალპური ბალახეულობით. იყენებენ საძოვრად და სათიბად.